გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ჩემპიონატი „გლდანის თასი ფრენბურთში“ გაიმართა.
აღნიშნულ ტურნირში II ადგილის მფლობელი თბილისის N39 საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასისს მოსწავლები გახდნენ.
„ვულოცავთ მათ აღნიშნულ გამარჯვებას და ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებას, როგორც სპორტულ აქტივოვებებში, აგრეთვე პირად ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე სკოლა სხვადასხვა შეჯიბრში საპრიზო ადგილის დაკავებას ყოველთვის ახერხებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ტურნირში მოსწავლეთა მონაწილეობას სპორტის მასწავლებელი ელისო ვეშაპიძე უზრუნველყოფდა.
იხილეთ ფოტოები