ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, აფენის N1 საჯარო სკოლაში ტრადიციულად „ბებიების დღე“ აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა სკოლაში ბებიები დაპატიჟეს და მათ ლამაზი ღონისძიება მოიძღვნეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ, მათ შორის თემატური ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა საზეიმოდ ტორტი გაჭრეს.
იხილეთ ფოტოები