თბილისის N103 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა პროექტზე „ექვთიმე თაყაიშვილი“ იმუშავეს
27-03-2019

თბილისის N103 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა პედაგოგი ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით იმუშავეს პროექტზე ,,ექვთიმე  თაყაიშვილი“, რომლის მიზანი იყო ეროვნული გმირის გაცნობა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ მზრუნველობის  გამომუშავება. 

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ექვთიმე თაყაიშვილზე, რომლის მთელი სიცოცხლე დიდი რომანტიკაა, დაუცხრომელი ბრძოლა და შემოქმედებაა, თავგანწირული შემართება,  კაცური კაცობის, მამულიშვილობის ოქროს მაგალითია.

მოსწავლეებმა გაიგეს, რომ დიდი შრომისა და დამსახურებისთვის ექვთიმეს „ერის  მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა კონსტანტინე გამსახურდიამ, „ქართული არქეოლოგიის  ნესტორი“ შეარქვა დიდმა ხელოვნებათმცოდნე გიორგი ჩუბინაშვილმა „ისტორიის  მეცნიერების რაინდად“ იხსენიებს მას ნიკოლოზ ბერძენიშვილი, ქართულმა  ეკლესიამ კი საქართველოს საგანძურის დამცველი წმინდანად შერაცხა და ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. 

ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაათვალიერეს ეროვნული საგანძური, მთაწმინდაზე პატივი მიაგეს ეროვნული  გმირის საფლავს და  უყურეს ფილმს ,,ექვთიმე ღვთისკაცი“, რის შემდეგაც მოაწყეს  დისკუსია  თემაზე ,,ექვთიმე ღვთისკაცი“. 

შთაბეჭდილებები ეროვნულ საგანძურზე და ფილმით აღძრული ემოციები მოსწავლეებმა  გადაიტანეს ფურცლებზე და მოაწყვეს პრეზენტაცია-გამოფენა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203