ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია "მოსწავლის თვალით დანახული აგრარული პრობლემები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში'' ჩატარდა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს დაბა აბასთუმნის სკოლის მოსწავლეებმა თამუნა ჭითანავამ და ლიკა ჩხიტუნიძემ.
მასწავლებელის გოარ სარუხანიანის ხელმძღვანელობით მათ წარადგინეს თემა "ფიჭვი, მისი სამკურნალო მნიშვნელობით".
მოსწავლეები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.