წალკის მუნიციპალიტეტის, ხაჩკოვის საჯარო სკოლაში გაზაფხულის, 8 მარტისა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი, სასწავლო ნაწილი ალიგერა ოგანესიანი და სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა ქართულ, სომხურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე სიმღერები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიებას ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ მასწავლებელი თინათინ ლარცულიანი უძღვებოდა. ღონისძიება რამდენიმე პედაგოგის ერთობლივი მუშაობით ჩატარდა.
მონაწილეებმა მასწავლებლებსა და დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის შემობრძანება მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები