ხიდრის საჯარო სკოლაში გუნდურ-ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
შეჯიბრში სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 11 გუნდი მონაწილეობდა.
„ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობდნენ წამყვანის გაჟღერებულ შეკითხვებს. შედეგებმა გვიჩვენეს, რომ ჩვენ მოსწავლეებს გამჭრიახი გონება და ლოგიკური აზროვნება გააჩნიათ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პირველადგილოსან გუნდებს Brains.ge-სგან გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ, ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიენიჭათ ,,ტვინების ბრძოლის“ ოფიციალურ, სასკოლათაშორისო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება, რომელიც რეგიონის მასშტაბით ჩატარდება.
იხილეთ ფოტოები