აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთადერთი დაწყებითი სკოლაა, რომელიც ექვემდებარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს. სკოლაში ერთად სწავლობენ სამაჩაბლოდან აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი მოსწავლეები. სკოლაში ამჟამად 27 მოსწავლეა, რომელთა სწავლა-განათლებას ემსახურებიან, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე ადგილობრივი მასწავლებლები. სკოლაში ფუნქციონირებს სამეურნეო, პედაგოგიური და მრჩეველთა...
მეტის ნახვა
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთადერთი დაწყებითი სკოლაა, რომელიც ექვემდებარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს.
სკოლაში ერთად სწავლობენ სამაჩაბლოდან აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი მოსწავლეები. სკოლაში ამჟამად 27 მოსწავლეა, რომელთა სწავლა-განათლებას ემსახურებიან, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ასევე ადგილობრივი მასწავლებლები.
სკოლაში ფუნქციონირებს სამეურნეო, პედაგოგიური და მრჩეველთა საბჭო. ასევე შექმნილია სამი კათედრა. 9 მასწავლებლიდან ყველა სერტიფიცირებულია: სკოლა ამაყობს 1 წამყვანი და 8 უფროსი მასწავლებლით. სკოლაში სუფევს მეგობრული გარემო. თემი და მშობლები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში ყველა აქტიურადაა ჩართული, როგორც სასწავლო, ასევე კლასგარეშე პროგრამებსა და აქტივობებში, მათ შორის სკოლის ხუთი სსსმ მოსწავლე. სკოლა აქტიურად აწყობს კონკურსებს კალიგრაფიულ წერაში, მხატვრულ კითხვაში, ჭადრაკსა და შაშში. სკოლაში მოსწავლეები სეზონის მიხედვით ქმნიან და გამოფენენ თავიან ნამუშევრებს. სკოლა აწყობს გასვლითი სპორტულ შეჯიბრებებს, „მხიარული თამაშებს“ ბორჯომის...
მეტის ნახვა
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში ყველა აქტიურადაა ჩართული, როგორც სასწავლო, ასევე კლასგარეშე პროგრამებსა და აქტივობებში, მათ შორის სკოლის ხუთი სსსმ მოსწავლე.
სკოლა აქტიურად აწყობს კონკურსებს კალიგრაფიულ წერაში, მხატვრულ კითხვაში, ჭადრაკსა და შაშში. სკოლაში მოსწავლეები სეზონის მიხედვით ქმნიან და გამოფენენ თავიან ნამუშევრებს. სკოლა აწყობს გასვლითი სპორტულ შეჯიბრებებს, „მხიარული თამაშებს“ ბორჯომის რაიონის მცირეკონტიგენტიან სკოლებთან ერთად.
აფხაზეთის N22 მოსწავლეები განსაკუთრებით ხელმარჯვეები არიან და ძალიან უყვართ სხვადასხვა კომპოზიციების შექმნა. მათ შექმნაში დიდი ხალისით მონაწილეობენ სსსმ მოსწავლეებიც.
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა დაარსდა 1995 წელს, აფხაზეთის ომის შემდგომ. პირველად სკოლას ეწოდებოდა ლიკანის დაწყებითი სკოლა, სადაც პირველ წელს ფუნქციონირებდა მხოლოდ პირველი კლასი. იმჟამად სკოლაში სწავლობდა აფხაზეთიდან დევნილი 16 მოსწავლე. სკოლას დროთა განმავლობაში შეეცვალა სტატუსი. ამჟამად დაწყებითი პირველი საფეხურის სსიპ აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა. ამ ხნის განმავლობაში სკოლაში...
მეტის ნახვა
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა დაარსდა 1995 წელს, აფხაზეთის ომის შემდგომ. პირველად სკოლას ეწოდებოდა ლიკანის დაწყებითი სკოლა, სადაც პირველ წელს ფუნქციონირებდა მხოლოდ პირველი კლასი. იმჟამად სკოლაში სწავლობდა აფხაზეთიდან დევნილი 16 მოსწავლე. სკოლას დროთა განმავლობაში შეეცვალა სტატუსი. ამჟამად დაწყებითი პირველი საფეხურის სსიპ აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა.
ამ ხნის განმავლობაში სკოლაში ჩამოყალიბდა სხვადასხვა განსაკუთრებული ტრადიცია. აღსანიშნავია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნაობებისა და სიძველეების გაცნობა - სკოლის მოსწავლეები და სასკოლო საზოგადოება აქტიურად დადიან ექსკურსიებზე და ლაშქრობებზე. სკოლას შემუშავებული აქვს პროექტი „ვიცნობდეთ საქართველოს“. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად სკოლა სტუმრობს საქართველოს რომელიმე ლამაზ კუთხეს. სკოლაში გამორჩეულად ტარდება ღონისძიებები: შემოდგომის, ახალი წლის, გაზაფხულის და დედა ენის დღის აღსანიშნავი ზეიმები.
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა მდებარეობს ქალაქ ბორჯომში, ლიკანის N3 ბაგა-ბაღის შენობაში. სკოლა მცირეკონტიგენტიანია.
სკოლას გააჩნია ცენტრალური გათბობა, სარგებლობს მუდმივი ბუნებრივი გაზითა და წყალმომარაგებით. ბაღსა და სკოლას გააჩნია დიდი, ლამაზი ეზო და სპორტული მოედანი.
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია. სკოლაში ტარდება შიდა კონკურსები და სპორტული შეჯიბრებები, სადაც გამარჯვებულები საჩუქრდებიან სამახსოვრო სიგელებით. სკოლას ჰყავს სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულები, მათ შორის V კლასის მოსწავლე მარიკა აიწურაძე. სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვრისა და ანდეზიტის საჯარო სკოლებთან. აღნიშნული სკოლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ერთად, ხშირად ტარდება...
მეტის ნახვა
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია. სკოლაში ტარდება შიდა კონკურსები და სპორტული შეჯიბრებები, სადაც გამარჯვებულები საჩუქრდებიან სამახსოვრო სიგელებით. სკოლას ჰყავს სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულები, მათ შორის V კლასის მოსწავლე მარიკა აიწურაძე.
სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვრისა და ანდეზიტის საჯარო სკოლებთან. აღნიშნული სკოლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ერთად, ხშირად ტარდება სპორტულ შეჯიბრებები და მეგობრულ შეხვედრები.