ქვემო მახოს საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმ აფხაზეთში მცხოვრებ თანატოლებს წერილები მისწერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა, პედაგოგ სალომე ლორთქიფანიძესთან ერთად, ისტირიაში საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის - აფხაზეთის შესწავლის შემდეგ გადაწყვიტეს აფხაზეთში მცხოვრები თანატოლებისთვის წერილი მიეწერათ.
„თითოეულ მოსწავლის წერილი იყო ემოციური, თბილი და სასიამოვნო. მოსწავლეები თანატოლებს სთავაზობენ ერთიანობისათვის ერთად იბრძოლონ და სიყვარულით სავსე გულითა და გაშლილი ხელებით მეგობრებას ჰპირდებიან.
მოსწავლეებს ჰქონდათ არაერთი შეთავაზება, თუ როგორ შეიძლება მომავალში ერთად ცხოვრება. ბავშვებს ძალიან მოეწონათ სახელმძღვანელოში გადმოცემული აფხაზეთი. მათ შეისწავლეს მდებარეობა, ტრადიციები, კულტურა, ადათ-წესები, ღირსშესანიშნაობები და აფხაზეთის ნახვის და მოგზაურობის უდიდესი სურვილი გამოთქვეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები