საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წყაროსთავის საბავშო ბაღის აღსაზრდელებს წყაროსთავის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო გაგნიაშვილი ესტუმრა და შეხვედრა გამართა.
შეხვედრის შესახებ etaloni.ge-სთან თავად ნინომ ისაუბრა:
„დისკუსიების საშუალებით გავიგე თუ რა ინფორმაცია ჰქონდათ ბავშვებს ოჯახიდან და საზოგადოებიდან ნარჩენებთან დაკავშირებით. ამასთან ერთად განვიხილეთ მრავალჯერადი გამოყენების ნივთები, რომლებმაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია მათში. ასევე, ანიმაციური ფოტო-მასალის საშუალებით გავარჩიეთ სუფთა და დაბინძურებული გარემო ერთმანეთისგან, შემდეგ მათ დახატეს თავიანთი თვალით დანახული დედამიწა და გარემო, სადაც თვითონ ცხოვრობენ. გარდა ამისა, აღსაზრდელებმა ნახეს ანიმაციური ვიდეოები ნარჩენებთან დაკავშირებით და ბოლოს ნარჩენებისგანვე შექმნეს მათთვის საინტერესო და გამოსაყენებელი ნივთები“.
იხილეთ ფოტოები