საქართველოს ეროვნული ბანკი მეორე წელია აცხადებს კონკურსს „საქართველოს ეროვნული ბანკი - 100“. ამ საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ხატვის ღია კონკურსი II-VII კლასელთათვის ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს 9 რეგიონისა და თბილისის სკოლების მოსწავლეები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლიდან კონკურსზე წარდგენილი იყო VII კლასის მოსწავლის რიმა მეფარიშვილის ნახატი (პედაგოგი: ლამარა მამალაძე).
რიმას ნამუშევარი ნახატების საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
„ვულოცავთ რიმა მეფარიშვილსა და მის პედაგოგს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და ვუსურვებთ მას შემდგომ წარმატებებს, აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც ჩვენი მოსწავლის, ბარბარე კალანდაძის ნამუშევარი მოხვდა საუკეთესო ოცეულში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტო