წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლემ ია ფანგანმა კონკურსში - „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“ გაიმარჯვა
27-03-2019

მესტიის მუნიციპალიტეტის, წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლემ ია ფანგანმა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ერთობლივი კონკურსში  -  „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“ გაიმარჯვა.

საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მეგობრობა უკვე წლებია გრძელდება და ისინი ერთობლივად არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებენ.

ერთ-ერთმა ბოლო და წარმატებულმა კონკურსმა, რომელიც ლიეტუვას საელჩოსა და პროექტ „ეტალონის“ ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა, სრულიად საქართველოს მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ია ფანგანი და მარიამ ფანგანი კონკურსში -- „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“ მონაწილეობდნენ. 

ია ფანგანმა I ადგილი დაიკავა, მარიამ ფანგანიც დაჯილდოებაზე მიწვეული იყო როგორც ყველაზე უმცროსი მონაწილე.

გამარჯვებულებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203