განჯალის საჯარო სკოლაში ქართული ენის წრის მუშაობა მრავალფეროვანი აქტივობებით მიმდინარეობს
27-03-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, განჯალის საჯარო სკოლაში ქართული ენის წრე - „კითხვის წრე“ წარმატებით ფუნქციონირებს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, წრემ მუშაობა 2018-2019 სასწავლო წრის მეორე სემესტრიდან დაიწყო და საწრეო მუშაობა კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

წრეში გაწევრიანებული არიან მეოთხე კლასის მოსწავლეები.

ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ხათუნა ბუზალაძე საჭირო მიზანმიმართული, მრავალფეროვანი და მრავალმხრივი აქტივობებით ცდილობს წრის მუშაობაში მოსწავლეების აქტიურ და გააზრებულ ჩართვას, იყენებს სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის - „გმირის რუკა“ და „ამბის რუკა“. ეს უკანასკნელი ეფექტური მეთოდია თხრობითი ხასიათის ტექსტის გაგებისა და ანალიზისთვის. რაც მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ. კითხულობდნენ ტექსტს და ავსებდნენ სქემის გრაფებს. ასახელებდნენ პერსონაჟებს, გრძნობდნენ მოთხრობის გმირს და მსჯელობდნენ მის ქმედებებზე, გამოთქვამდნენ საკუთარ ვარაუდებს და შეაფასეს გმირის საქციელი ტექსტის შინაარსზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203