ხონის N1 საჯარო სკოლის IIბ კლასის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შეუერთდნენ
27-03-2019

მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლის IIბ კლასის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თანატოლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში ჭრელი წინდებით გამოცხადდნენ. 

კლასის დამრიგებელმა მადონა ფარცხალაძემ პატარებს დაუნის სინდრომთან დაკავშირებით რჩევები გაუზიარა:

• როდესაც ვსაუბრობთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე, სასურველია გაკეთდეს აქცენტი თავად პიროვნებაზე და არა დაუნის სინდრომზე;

• დაუშვებელია შემდეგი მიმართვის ფორმის გამოყენება საუბრისას: დაუნის სინდრომით დაავადებული, დაუნიზმით დაავადებული, დაუნი, სწორი ფორმაა: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი/პირი;

• დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.

• ატარეთ ჭრელი წინდები 21 მარტს ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ: სახლში, სკოლაში, ბაღში, უნივერსიტეტში, სამსახურში, სეირნობისას, კაფეში თუ ბარში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203