დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს
27-03-2019

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა, კლასის დამრიგებელმა ნინო გათენაძემ და სასწავლო ნაწილის გამგემ რუსუდან კონცელიძემ საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მათ გადაწყვიტეს სოციალურად დაუცველი ოჯახის, 19 წლის ციური ირემაძის და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის დახმარება.

პედაგოგებმა ოჯახს ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები გადასცეს.

„ეს საჩუქარი და კეთილი ადამიანების სტუმრობა ოჯახისთვის მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა. ბავშვებმა უზომოდ გაიხარეს. ვფიქრობთ მომავალშიც გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დახმარება გავუწიოთ იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203