ახალციხის N5 საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით ღონისძიება გაიმართა
27-03-2019

ახალციხის N5 საჯარო სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტია მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში, რისთვისაც სკოლა ბევრ სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს.

7 მარტს დედათა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა დედების ჩართულობით.

ინტელექტუალური თამაშში ,,რა? სად? როდის?“  ჩვენი სკოლის მოსწავლეების დედებმა ითამაშეს ინტელექტუალური წრის მოთამაშეების წინააღმდეგ. კითხვები შედგენილი იყო დედაზე, ქალზე, გაზაფხულის თემაზე. თამაშს უძღვებოდა მე-11გ კლასის მოსწავლე ქეთევან კაჭკაჭაშვილი.

ინტელექტუალურ თამაშს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები. თამაში ფრედ 6:6 დამთავრდა. 

სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ მონაწილე მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203