გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლემ კონფერენციაზე მარო მაყაშვილზე ისაუბრა
27-03-2019

ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დარბაზში ღონისძიება „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ გაიმართა. 

ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1921 წლის ანექსიასთან დაკავშირებით საკონფერენციო თემები წარმოადგინეს. 

კონფერენციაზე გუთურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ქრისტინე მამალაძემ ისაუბრა მარო მაყაშვილის გმირულ და სევდიან წარსულზე.

გუთურის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ორგანიზატორებს საინტერესო და მრავლისმთქმელი ღონისძიების მომზადებისთვის. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203