თერჯოლის N1 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა
27-03-2019

თერჯოლის N1 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა. 

ბიოლოგიის პედაგოგმა, ქალბატონმა მზევინარ კვინიკაძემ მოსწავლეებთან ერთად, დევიზით - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. 

ღონისძიება მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა, მათ შორის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს და ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთნენ. 

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის  სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203