კერძო სკოლა „ანაბასისში“ დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
27-03-2019

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს უკვე რამდენიმე წელია აღნიშნავენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მკვლევართა კლუბის წევრები წელსაც აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციით წარსდგნენ.

პრეზენტაციის ბოლოს კი კლუბის წევრებმა მათ მიერვე შექმნილი საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.

აქტივობას პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე და თამარ ბაქრაძე ხელმძღვანელობდნენ. 

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის  სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203