ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შეუერთდნენ
28-03-2019

ძირკვაძეების საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „მომავლის იმედი“ და ბიოლოგიის წრის „ნორჩი ბიოლოგები“ დაუნის სინდრომის მსოფლიო კამპანიას „რას ვმატებ საზოგადოებას“ შეუერთდნენ. 

დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრა კლუბისა და წრის ხელმძღვანელმა ბიოლოგიის  პედაგოგმა დონარ აბულაძემ.

მოსწავლეები დიდი ინტერესით და აქტიურად  ჩაერთნენ აღნიშნულ ღონისძიებაში.

მათ დაამზადეს სლოგანები, ფერადი წინდები და ამით გამოხატეს თანადგომა მათ მიმართ.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203