საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდაში მონაწილეობის საფასურის დაბრუნების პროცედურები
28-03-2019

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თებერვალში ორგანიზებულ ზოგადი უნარების გამოცდაზე მონაწილეობისათვის გადახდილი საფასურის დასაბრუნებლად უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა.

წარდგენილ განცხადებას უნდა დაურთოს:

ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, რომელშიც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი);

აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში - შესაბამისი ამონაწერი ან თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში, თუ გამოცდაში საფასური გადახდილია:

ა) საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;

ბ) გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.

განაცხადი მიიღება 28 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით (როგორც რესურსცენტრებში, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მისამართი: მინდელის ქ. 9).

საფასური დაბრუნდება განაცხადის შემოტანის ვადის ამოწურვიდან, არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203