ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბურნაშეთის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ხორციელდება.
მეცხრე კლასში გაიმართა პრეზენტაციები თემებზე: „ჩანთების სიმძიმე“ და „ტელეფონზე დამოკიდებულება“.
ასევე, მოსწავლეებმა გამართეს შეხვედრები მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
„გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ „მეორე და მესამე თაობის უფლებებზე“. ღონისძიებებმა წარმატებით ჩაიარა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები