ქვემო ქედის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ,,ვეფხისტყაოსნის“ შესწავლის შემდეგ (მასწავლებელი გულნარა ტვილდიანი) კვლევები აწარმოეს და პრეზენტაციები ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თემებზე - რუსთაველის ვინაობა და პორტრეტი, ,,ვეფხისტყაოსნის“ რეპროდუქციები და ხელნაწერები, „ისტორიული სინამდვილე და ,,ვეფხისტყაოსანი“, ,,ვეფხისტყაოსნის“ გმირთა სამოსი და ა.შ პრეზენტაციები წარმოადგინეს და პოემის ეპოქის დროინდელი საქართველოს რუკა შეადგინეს.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გამოცემების გამოფენამ, რომელთა შორის იყო პირველი, 1712 წლის ბეჭდური გამოცემა.
იხილეთ ფოტოები