გერმანული ენის შესწავლისა და გერმანული და ქართული კულტურის გაცნობის მიზნით აკ. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა პროექტი ,,საგაზაფხულო სკოლა - ვისწავლოთ გერმანული ენა უნივერსიტეტში“.
პროექტში გაიმარჯვა ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ნინი ჭელიძემ.
მან საინტერესოდ წარადგინა თემა: ,,რატომ ვსწავლობთ გერმანულ ენას?“
ლექცია-სემინარებს უძღვებოდნენ გერმანელი სპეციალისტები.
სწავლება მიმდინარეოდა თანამედროვე ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით.
იხილეთ ფოტო