დამიის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
28-03-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეები შეუერთდნენ მსოფლიო დევიზს ,,არავინ დატოვო მიღმა ...“ და მოამზადეს პლაკატები მოწოდებით - ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“.

2011 წლიდან გაეროს ინიციატივით 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და საქართველოც აქტიურად აღნიშნავს ამ თარიღს. ჭრელი წინდები კი სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203