შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ფაცინაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია
28-03-2019

23-24 მარტს, ხაშურის სასპორტო სკოლამ თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჭაბუკთა პირველობას უმასპინძლა, სადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 254-მა სპორტსმენმა  იასპარეზა. 

ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

მათ შორის იყო შინდისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დავით ფაცინაშვილი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა 65 კგ წონით კატეგორიაში. 

შინდისის საჯარო სკოლა ულოცავს დავითს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203