ბაშის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშრებით ღონისძიება ჩატარდა
28-03-2019

სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ბაშის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა ნანა კოხრეიძემ მეთერთმეტე კლასის მოსწავლის მარიამ გურგენიძის დახმარებით, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშრებით, ღონისძიება ჩაატარა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ღონისძიების ლოზუნგი იყო - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის  სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203