ქუთაისის ი. ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა საქალაქო ჩემპიონატი „რა? სად? როდის?“.
ჩემპიონატში ქალაქის წარმატებულ სკოლებთან ერთად ქუთაისის N33 საჯარო სკოლის გუნდი „ლუმიერი“ მონაწილეობდა.
„ჩვენი სკოლის გუნდი მე-4 ადგილზე გავიდა. სასიხარულოა, რომ საუკეთესო მონაწილედ დასახელდა გუნდის წევრი მარიამ ჭირაქაძე. მარიამი კონკურსის ორგანიზატორებმა დაასაჩუქრეს ქართული ლექსების კრებულით“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ქუთაისის N33 საჯარო სკოლა გუნდ „ლუმიერს“ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები