დაბა წაღვერის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მონიკა ჭანტურიამ მეთერთმეტე კლასში ახალი და ინოვაციური რესურსი გამოიყენა.
მისი მცდელობის შემდეგ იგივე მეთოდით ჩაატარა გაკვეთილი ქართული ენის მასწავლებელმა, ნონა ნოზაძემ.
გაკვეთილის შესახებ ის etaloni.ge-ს თავად მოუყვა:
„ჩვენ კარგა ხანია სხვადასხვა ხერხით თავს ვარიდებთ ,,ადექი-მოყევი-დაჯექის" პრინციპს. ამჯერად ვცადეთ მონიკა მასწავლებლის მეთოდი და სახალისოც გამოვიდა გაკვეთილი. პოემა „ალუდა ქეთელაურის“ მაგალითზე საინტერესო აღმოჩნდა სპინერით ვაჟა-ფშაველასთან გასაუბრება. მესამე კლასიც ჩაერთო ახალ აქტივობაში. ბავშვებს ძალიან მოეწონათ და ძალიანაც იხალისეს“ - აღნიშნა პედაგოგმა.
იხილეთ ფოტოები