მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის VI კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი რუსუდან გაგუა ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის თემა იყო - როსტევან მეფისა და ავთანდილის ნადირობა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის დატვირთული იყო მრავალფეროვანი სასწავლო რესურსით და აქტივობებით.
„გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო წინარე ცოდნის გააქტიურება; ბეჭდური და ელექტრონული რესურსები (ავთანდილის ნადირობის შესახებ აუდიო-ვიდეო მასალა); სასწავლო სტრატეგია - „ვიცი, მინდა ვიცოდე, რა გავიგე?’’; ჯგუფური მუშაობა; პრეზენტატორის მიერ ნამუშევრის წარმოდგენა; განმავითარებელი შეფასების რუბრიკა, რომლის კრიტერიუმებიც იყო ა) არგუმენტირებულობა, ბ) დროის ლიმიტის დაცვა და გ) განსხვავებული აზრის გათვალისწინება;
მასწავლებელი გამოხატავდა მაღალ მოლოდინს ყველა მოსწავლის მიმართ; ყველა მოსწავლე თანაბრად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. სასწავლო პროცესი კეთილგანწყობილ გარემოში მიმდინარეობდა. გაკვეთილი დადებითად შეაფასეს ფასილიტატორმა, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგემ, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და საკუთრივ მოსწავლეებმა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები