წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, (პედაგოგი მაია ქობულია) თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გამართეს.
ღონისძიების თემა იყო - „საქართველოს და მეზობელი ქვეყნების ეთნოგრაფია“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო - საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის და რუსეთის ეროვნული სამოსი და მათი სახელმწიფო დროშები.
მოსწავლეები ერთმანეთს, თურქულ აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე გაესაუბრნენ და ძალიან იხალისეს.
„აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს, მეზობელი ერებისადმი კეთილგანწყობისა და ურთიერთპატივისცემის უნარების გამომუშავებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები