მარტვილის მუნიციპალიტეტის, დოშაყეს საჯარო სკოლის VI და IX კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებელთან, მზია ქობალიასთან ერთად პროექტი - ,,24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე“ მოამზადეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანს წარმოადგენდა ტუბერკულოზის შესახებ მოსწავლეების ინფორმირებულობის ამაღლება.
„პროექტის მიზანს წარმოადგენს მოსწავლეებმა გააცნობიერონ რომ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან თავდასაცავად აუცილებელია მასზე სათანადო ინფორმაციის მოპოვება და მოსახლეობის ინფორმირებულობა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰიგიენის ნორმების დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და აცრების ჩატარება“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.