მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი დოკნისის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია ბიოლოგიის მასწავლებლის, ციცინო ღორჯომელაძე-ძირკვაძის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, დაიცვას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველყოს მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები