ახალციხის მუნიციპალიტეტის, საყუნეთის საჯარო სკოლის მე-3/2 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის გაკვეთილზე მინი-პროექტი - „ჩვენ გვიყვარს ცხოველები“ წარმოადგინეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ანნა ხაჩიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა, კერძოდ უცხო ენის დაუფლების მეტი სურვილი საგაკვეთილო პროცესში.
ღონისძიებას პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
„ღონისძიების დამსწრე პედაგოგები და მშობლები ნასიამოვნები დარჩნენ პატარების შესაძლებლობებით და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახალისო გაკვეთილებით უფრო მოტივირებულნი გახდებიან მოსწავლეები“,-აღნიშნავს სკოლის წარმოამდგენელი.
იხილეთ ფოტოები