ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში სოციალური კლასგარეშე აქტივობა „ნახტომი მარადისობაში ანუ სიკვდილით იწყება სიცოცხლე“ გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა, პარალელები ცნობილ ქართველ მწერლებთან, ლიტერატურისა და მხატვრობის სინთეზი, შემეცნებითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარება, კულტურული ფასეულობების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების აღზრდა და ცხოვრების აზრის სწორად წვდომის უნარის განვითარება.
„მიზნის მისაღწევად საჭირო რესურსიდან გამოვიყენეთ მოსწავლეების შექმნილი რესურსი „ფერთა გასაოცარი შეჯიბრი“ და „უბრალო მღებავიდან მსოფლიო აღიარებამდე“. მოსწავლეებმა გააცოცხლეს მხატვრის არაერთი პერსონაჟი. ისინი სწორად ჩაწვდნენ აქტივობის მიზანს, იგრძნობოდა მათი მოტივაციის ამაღლებაც. მათ შეაფასეს ფიროსმანი , მისი ტალანტი, როგორც ერთადერთი, უნიკალური და ფასდაუდებელი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები