სიღნაღის მუნიციპალიტეტების, წნორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ ირმა დუღაშვილის ხელმძღვანელობით ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და განხორციელების გზებზე ჩატარებულ ტრენინგში მონაწილეობდნენ.
ტრენინგი თელავში USAID-ის პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (WMTR II) ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც CENN ახორციელებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტრენინგის დროს საუბარი იყო ისეთ საკითხებზე როგორიცაა ნარჩენების მართვის საფუძვლები და იერარქია, ნარჩენების მართვის გამოცდილება და მიდგომები ევროკავშირის ქვეყნებში, მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმები და მათი განხორციელების მნიშვნელობა, ნარჩენების შეგროვებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ადგილზე არსებული გამოწვევები.
ტრენინგების შემდეგ გაიმართა ვორქშოფი და მონაწილეებმა უკვე ინდივიდუალურად მოამზადეს საკუთარი თემების ნარჩენების მართვის კონცეფციები და წარუდგინეს
ისინი დამსწრე საზოგადოებას.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მაგალითზე ნარჩენების შეგროვებასთან და
განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა შენგელი ხიზანიშვილმა.
ასევე პრეზენტაცია ნარჩენების მართვის საფუძვლებისა და 4R ის შესახებ ჩაატარეს CENN ის
მოხალისე სტუდენტებმა. დღის ბოლოს მონაწილე პედაგოგებსა და მოსწავლეებს
სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები