გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლე შალვა საჯაია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა
28-03-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, გუთურის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეს შალვა საჯაიას შეხვდა, რომელიც სპორტის საბრძოლო სახეობა პანკრატიონში   საქართველოს ჩემპიონი გახდა. 

ახალგაზრდა სპორტსმენი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ემზადება, რომელიც ჰოლანდიაში 2019 წლის მაისში გაიმართება.

მუნიციპალიტეტის მერმა გამარჯვება მიულოცა შალვა საჯაიას და წარმატებები უსურვა.

ჰოლანდიაში სპორტსმენის გამგზავრებას მუნიციპალიტეტის მერია დააფინასებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203