ახალციხის N5 საჯარო სკოლის IXდ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება თემაზე „ლითონები და მათი მნიშვნელობა“ (ქიმიის მასწავლებელი: ირინა ლაბაძე).
ღონისძიება ეძღვნებოდა დ. ი. მენდელეევის მიერ პერიოდულობის კანონის აღმოჩენის 150 წლისთავს.
ღონისძიება ჩატარდა ქიმიის კაბინეტში შემდეგი გეგმის მიხედვით:
1. ლითონების მნიშვნელობა
2. ლითონები მოგვითხრობენ
3. ცდები ,,ვინ უკეთ იცნობს ლითონებს“
მოსწავლეებმა ისაუბრეს ლითონების ზოგად მნიშვნელობაზე, შემდეგ ლითონებზე, როგორიცაა ალუმინი, რკინა, კალციუმი, ნატრიუმი, ვერცხლი და სხვა. დაფასთან და დ.ი.მენდელეევის ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემის გამოყენებით ისაუბრეს პერიოდულ სისტემაში არჩეული ლითონის ადგილზე, ატომის აღნაგობაზე, სახელწოდებაზე, აღმოჩენის ისტორიაზე, განსაკუთრებულ თვისებებზე, გამოყენებასა და მნიშვნელობაზე.
თემის შესაბამისად მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები. მაგ.ნატრიუმის წყალში ხსნადობა, მეტალების მჟავასთან ურთიერთქმედება, ვულკანი მაგიდაზე, ,,ცოდვილის“ აღმოჩენა და სხვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარალელური კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები.
იხილეთ ფოტოები