არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს ქართული ენის შემსწავლელ კურსს შესთავაზებენ
28-03-2019

2019 წელს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს ქართული ენის შემსწავლელ კურსს შესთავაზებენ. აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ პარლამეტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების დეფიციტის აღმოსაფხვრელად პედაგოგთა დიდი ჯგუფი გაიგზავნა.

„ომბუდსმენის რეკომენდაციაში საუბარი იყო სახელმწიფო ენის პოპულარიზების მიზნით, გაგრძელდეს ენის შესასწავლი პროგრამები. მარტო სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 2018 წელს დაახლოებით 175 არაქართულენოვან სკოლაში, ქართულის, როგორც ენის მასწავლებლების  დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მასწავლებელთა საკმაოდ დიდი ჯგუფი იყო მივლენილი.

არაქართულენოვანი სკოლების ბაზაზე არაფორმალური სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, პროგრამის ფარგლებში დამხმარე მასწავლებლების და კონსულტანტ-მასწავლებლების მიერ განხორციელდა დაახლოებით 1 000-მდე პროექტი, რაც ხელს უწყობს ეროვნული უმცირესობის მოსწავლეებში განავითარონ ენობრივი კომპეტენცია ქართულ ენაში.

2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია, არაქართულენოვანი სკოლების სხვადასხვა საგნის ადგილობრივი მასწავლებლებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსის შეთავაზება და სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებისთვის საგნის სწავლების მეთოდებზე ტრენინგების, სასწავლო მოდულების ჩატარება“, - განაცხადა ნათია ზედგინიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203