,,რას ვამატებ საზოგადოებას“ - თბილისის N8 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის გზავილს შეუერთდა
28-03-2019

აკაკი კივილაძის სახელობის თბილისის N8 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის გზავილს - ,,რას ვამატებ საზოგადოებას“ -  შეუერთდა.

სკოლის მოსწავლეები ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთნენ და პლაკატები და საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს.

აქტივობა სკოლის სპეცმასწავლებლის თამარ კუსიანის და ბიოლოგიის მასწავლებლის ნინო ტაველიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის  სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203