შიდა ქართლის რეგიონში, FLEX-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი აკადემიური წლით, აშშ-ში სასწავლებლად 6 მოსწავლე გაემგზავრება.
მათ შორის არიან გორის N4 საჯარო სკოლის XIა კლასის მოსწავლეები: თამაზ მთვარელიძე და ედგარ ჯილავიანი.
გორის N4 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს კონკურსის წარმატებით გავლას და წინასვლას უსურვებს.