სენაკის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს გაკვეთილი მიუძღვნეს
28-03-2019

ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის IXა კლასში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილის ლოზუნგი იყო - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.

გაკვეთილს  მასწავლებელი გული ქობალავა-გროგოლია ხელმძღვანელობდა. 

სკოლის აღსაზრდელებმა მასწავლებელთან ერთად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და მხარდაჭერის საჭიროებაზე ისაუბრეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203