დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, ხელვაჩაურის მერიის ახალგაზრდული პროექტების ფარგლებში, ერთობლივად დაგეგმეს სკოლის ეზოს მოწესრიგება და გამწვანება.
18 მარტს გამწვანების ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წიწვოვანი და ყვავილოვანი ნერგები დარგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გამწვანების ღონისძიებები ინტენსიურად გაგრძელდება.
„წლის ბოლომდე სკოლის ეზოს სათანადო გამწვანება და მოვლა იგეგმება“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები