„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ - თბილისის N208 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
28-03-2019

თბილისის N208 საჯარო სკოლაში ლოზუნგით - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.

ღონისძიება მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა, მათ შორის, მოსწავლეები ჭრელი წინდების კამპანიაში ჩაერთნენ, კედლის გაზეთები დაამზადეს.

„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან! თუმცა „ითვლიან“ სითბოს, სიყვარულსა და სიკეთეს. მათ შეუძლიათ ვუყვარდეთ... ვუყვარდეთ ერთით მეტჯერ, ვიდრე ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი... ვუყვარდეთ ძალიან და უანგაროდ, ერთით მეტი ქრომოსომა ერთით მეტი სიკეთეა, სიკეთის საერთაშორისო დღეს გილოცავთ მეგობრებო“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის  სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203