სკოლა ''მზექას'' მოსწავლეებმა ახალციხის ტელეკომპანია ''მე-9 არხის'' წამყვანობა მოირგეს
08-03-2017
ახალციხის ადგილობრივი ტელეკომპანიის ''მე-9 არხის'' ღია სტუდია ტრადიციულად დაეთმო გადაცემას ''ახალგაზრდული შოუ".

გადაცემის წამყვანები სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობის" მონაწილეეები, დამოუკიდებელი სკოლა ''მზექა"-ს მოსწავლეები, გიორგი გიქოშვილი და მარიამ მელიქიძე იყვნენ.

გადაცემის თემა კი ''ქალაქის ინფრასტრუქტურული პრობლემები და იერსახე" იყო, რომელიც სტუმრებთან ქალაქ ახალციხის მერის მოადგილესთან ილია ზარდიაშვილთან და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელთან მზია ინასარიძესთან ერთად განიხილეს.

დამოუკიდებელი სკოლა ''მზექა'' განსაკუთრებულ მადლობას უხდის ტელეკომპანია ''მე-9 არხის'' ჯგუფს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203