დამიის საჯარო სკოლაში ტუბერკულიოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მინი-ლექცია ჩატარდა
29-03-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლაში ტუბერკულიოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა ლუსინე დარბინიანმა მინი-ლექცია - ,,თეთრი ყვავილის დღე“ წაიკითხა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლექცია საინფორმაციო ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღებას.

„მოწაფეებმა მოისმინეს ტუბერკულიოზის წარმოქმნის მიზეზების, განვითარების ეტაპებისა და მკურნალობის ფორმების შესახებ. ლექციის დასასრულს კითხვა-პასუხის აქტიურ რეჟიმში მოწარფეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს და დაასკვნეს, რომ ტუბერკულიოზით დაავადება განაჩენი არ არის! თეთრი ყვავილი - გვირილა კი წარმოადგენს ტუბერკულიოზთან ბრძოლის სიმბოლოს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203