საჩხერის მუნიციპალიტეტის, სავანის საჯარო სკოლაში საგნობრივი კათედრების მიერ წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კლასტერი მიმდინარეობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის დაგეგმილი კლასტერის ფარგლებში მე-5 კლასში (საგანი - ,,ჩვენი საქართველო", მასწავლებელი-ნინო კომლაძე) ჩატარდა საინტერესო და უჩვეულო გაკვეთილი - კონკურსი - ,, მეგრული კერძების დღე“.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საკუთარი ხელით მომზადებული კერძები და სამეგრელოს შესახებ გაკეთებული პრეზენტაციები.
ჟიურიმ მოსწავლეებთან ერთად დააგემოვნა კერძები და მონაწილე გუნდები დიპლომებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები