ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „crazy students“ ხულოს თეატრში გამართულ ინგლისურენოვან ინტელექტუალურ თამაშში „რა?სად?როდის?“ მონაწილეობდა.
მოსწავლეებმა თამაშში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
„ინტელექტუალური თამაში ძალიან საინტერესოდ წარიმართა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორს - ჩაოს საჯარო სკოლას, რესურსცენტრის უფროსს ედუარდ მიქელაძეს, მოსწავლეებს, მასწავლებელს რაულ თავართქილაძეს“ - აღნიშნეს სკოლაში.
ინტელექტუალური თამაშის ფინალი კურორტ გოდერძზე გაიმართება.
იხილეთ ფოტოები