პარლამენტში მოქალაქეებმა პეტიცია წარადგინეს, რომლის მიხედვითაც ითხოვენ ბავშვები, რომლებსაც 1-ელ იანვრამდე 6 წელი უსრულდებათ, პირველ კლასში მიიღონ. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით პეტიციის განხილვა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაევალა.
რამდენად მოსალოდნელია აღნიშნული პეტიციის მიხედვით ამ სასწავლო წელს განხორციელდეს ცვლილებები ამის შესახებ etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, ირინა აბულაძე ესაუბრა.
„ოფიციალური მომართვა განათლების კომიტეტიდან არ ყოფილა, შესაბამისად ჩვენ აღნიშნულ საკითხზე სამუშაო პროცესი არ დაგვიწყია. გამიჭირდება იმის თქმა, რამდენად რეალურია მომავლში ამ საკითხის შეცვლა, თუმცა, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რეფორმების ჭრილში წელს აღნიშნული მიმართულებით ცვლილება ნამდვილად არ იგეგმება“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.