ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია გაიმართა
29-03-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დირექციის ინიციატივით ახალი დიოკნისის სკოლისა და სოფელის შემოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე ორიგინალური დასუფთავების აქცია გაიმართა.

აქციაში სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები მონაწილეობდნენ. 

აქციაში მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრილი პოლიეთილენის ნარჩენები შეაგროვეს და გავლილი მანძილი დაასუფთავეს.

„მოხარული ვარ, რომ ამ დღეს არა მარტო შეიკრიბა მთლიანი სასკოლო საზოგადოება, არამედ ვაგროვებთ იმ ნარჩენებს, რომელიც სამწუხაროდ დატოვებულია სოფლისა და სკოლის ტერიტორიაზე“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა ნათია ფუტკარაძემ.

სკოლის მასწავლებელთა ინიციატივით ხშირად იმართება დასუფთავების აქციები, თუმცა ეს იყო პირველი ღონისძიება, რომელშიც სასკოლო საზოგადოება მონაწილეობდა. 

ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურების შემცირებას. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორი მოუწოდებს ყველა მოსწავლეს: „ვიცხოვროთ გონივრულად, სუფთა გარემოში!“. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203