ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ წევრებმა პროექტი - ,,წყალი სიცოცხლეა!..“ განახორციელეს.
კლუბის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მაია არახამიაა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში კლუბის წევრებმა წყლის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და თემში გაავრცელეს.
ასევე ჩატარდა კონფერენცია. სკოლის აღსაზრდელბმა პოსტერები დაამზადეს და სკოლის ჭიდან წყლის სინჯი აიღეს. ასევე გაიმართა ვიქტორინა. მოსწავლეებმა სოფლის მდინარე ,,მახარია" დაასუფთავეს.
„წყალი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეუცვლელი რესურსია, ბუნებაში არ არსებობს ისეთი ნივთიერება, რომელსაც ძალუძს შეცვალოს ის. დავიცვათ წყალი დაბინძურებისგან, მოვეპყროთ მას მზრუნველობით და მოვიხმაროთ ეკონომიურად“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები